ავტოკატასტროფა მექსიკაში

სამხრეთ მექსიკაში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობას განაგრძობენ. ავტობუსში, რომელიც კანკუნი-ტაბასკოს რეისს ასრულებდა, 48 ადამიანი იმყოფებოდა. გარდაცვლილთა შორის ავტობუსის 38 მგზავრი და ორი მძღოლია, ასევე სატვირთო მანქანის მძღოლი. შეჯახების შედეგად ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა და ის მთლიანად დაიწვა.