ავტოავარიების მაჩვენებლები და ხელისუფლების გეგმები 

21:48, 18.11.2026

ცხრათვიანი სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლის დასაწყისიდან სექტემბრის ჩათვლით ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.

იკლო მსხვერპლთა რაოდენობამ, თუმცა მაჩვენებელი ავარიების კლების ტენდენციის ფონზე მაინც საგანგაშოა. ცხრა თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს ქვეყნის მასშტაბით 315 ადამიანი ემსხვერპლა. შარშან ეს რიცხვი 345-ს შეადგენდა. მსხვერპლით დასრულების ავარიების უმეტესობა სიჩქარის გადაჭარბებამ გამოიწვია. სტატისტიკური მონაცემების ფონზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები კამერების მიერ დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების ქულათა სისტემაზე მიბმას მოითხოვენ. რეკომენდაცია, რომლის აღსრულებას სპეციალისტები გარდაუვლად მიიჩნევენ, მთავრობაში უკვე კონსულტაციების საგანია.

მსგავსი