ავსტრიაში ქართველ სტუდენტს ეძებენ

ავსტრიაში მეოთხე დღეა ქართველ სტუდენტს ეძებენ.

ანრი ლომიძე ქალაქ ვენაში ბოლოს კვირას ნახეს. ავსტრიაში საქართველოს საკონსულოში აღნიშნულ თემაზე სატელეფონო შეტყობინება უკვე შევიდა. მათივე განმარტებით, საკონსულო მუდმივ კონტაქტზე იმყოფება ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან და დაკარგულის ოჯახის წევრებთან. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ სტუდენტს უთანხმოება უკრაინელ ახალგაზრდასთან მოუვიდა, რომელთან ერთადაც სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობდა.