ტრაგედია სამხრეთ კორეაში. მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. დაღუპულია 179 ადამიანი. ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით დილის 09:00 საათზე მოხდა. ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა, მაშველებმა მათგან მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ორივე ეკიპაჟის წევრია. პირველადი ინფორმაციით, Jeju Air-ის თვითმფრინავი ბანგკოკიდან მუანის აეროპორტში ჩაფრინდა, დაშვების დროს კი ბილიკიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ავარია, სავარაუდოდ, ფრინველთან შეჯახებამ გამოიწვია. ტერიტორია კატასტროფის ზონად არის გამოცხადებული.