გორის ცენტრალურ უბანში, ყოფილი კულტურის სახლი თითქმის ნანგრევებადაა ქცეული. წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი შენობა გასულ წელს დაიწვა. იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც შესაძლოა შენობის ნგრევას მოჰყვეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ მერიას არაერთი განცხადებით მიმართა. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ თავს ის ოჯახები გრძნობენ, რომელთა სახლებსაც ყოფილი კულტურის სახლი ესაზღვრება.
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები