ავარიული საქანელები

ბავშვებისთვის სახიფათო საქანელები თბილისის სკვერებში.

დაზიანებული და საფთრთხის შემცველი ატრაქციონები „მოამბემ“ დედაქალაქის რამდენიმე ბაღში გადაიღო. არსებული ვითარების გამოსწორებისთვის მერიას მარტო წელს ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. დაზიანებული საქანელების უმეტესობა სკვერებში ახალი დამონტაჟებულია. ქალაქის მთავრობაში აცხადებენ, რომ მათი დაზიანების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში ვანდალიზმია. თუმცა სკვერებში კამერების არ არსებობის გამო დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა ვერ ხერხდება.

მარიამ აფციაურის სიუჟეტი.