ავარიული სახლების პრობლემა თბილისში 

21:24, 16.07.2025

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის დემონტაჟი იგეგმება.

კორპუსი, რომლის ზედა ფასადის ნაწილი ორი დღის წინ ჩამოინგრა, ამ დროისთვის სპეციალური ღობით არის შემოსაზღვრული და მიმდებარე ტერიტორიაზე გავლა აკრძალულია. 50-იან წლებში აშენებულ კორპუსს ავარიულობის მესამე კატეგორია ჰქონდა მინიჭებული. მერია ამბობს, რომ მობინადრეთა ნაწილის წინააღმდეგობის გამო კორპუსის ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ჩართვა ვერ მოხერხდა. თბილისის მასშტაბით დაახლოებით 10 000 ავარიული სახლია. როგორც ირკვევა, ჩანაცვლების პროგრამებში მონაწილეობაზე უარი საკმაოდ ხშირია, რის გამოც დედაქალაქის მთავრობას დღეს სპეციალური მიმართვის გავრცელება დასჭირდა. პრობლემის სიმწვავეზე და დროებით გასახლებაზე უარის გამო ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკების მკვეთრად ზრდაზე საუბრობენ სპეციალისტებიც, რომლებიც მერიას რეგულაციების გამკაცრებისა და ხისტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი