ავარიული სახლების პრობლემა რუსთავში

ვიწრო ქუჩები, ხის აივნები და ძველი სახლები – ეს შესაძლოა, ლამაზად ჟღერდეს, თუმცა ეს ყველაფერი რუსთავის მოსახლეობის ნაწილისთვის სერიოზულ პრობლემად რჩება. დახმარებას ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები უკვე წლებია ითხოვენ. 70 წლის წინ აშენებული სახლების უმრავლესობა – ავარიულია. კედლები დაბზარულია და ჭერიდან სამშენებლო ნარჩენები ცვივა. მოსახლეობა აქ შიშით ცხოვრობს, თუმცა წასასვლელი არსად აქვთ. რუსთავის უძველესი უბნის შესახებ რუსუდან ლოლაძე მოგიყვებათ.