ავარიული სახლები გურიაში

21:02, 02.11.2025

სოფელი, რომელიც ისტორიული წყაროების მიხედვით, ერთ დროს გურიის ცენტრს წარმოადგენდა. გურიანთაში, 1949 წელს, ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჩაის ფაბრიკა და ფაბრიკის მუშათა სახლები აშენდა. ამ სახლებში ახლა 11 ოჯახი ცხოვრობს, შენობა, რომელიც უკვე 70 წელზე მეტს ითვლის, საფუძვლიანად არასდროს შეკეთებულა. კედლები დაბზარული, კიბე ამორტიზებული, სახურავი კი დაზიანებულია. ნაგებობა სახელმწიფოს ბალანსზეა და აქ ჩასახლებულები მის რეაბილიტაციასა და დაკანონებას ითხოვენ. მოამბე დაინტერესდა, არის თუ არა პრობლემების მოგვარება ადგილობრივი ხელისუფლების უახლოეს გეგმებში.

თეა აბსარიძე და გოგა გახარია გურიიდან #მოამბერეგიონები  

მსგავსი