ავარიული საბავშვო ბაღი თელავში

თელავში მერვე საბავშვო ბაღი ისტორიულ შენობაშია განთავსებული, თუმცა შენობა დიდი ხანია ავარიულია. იმის მიუხედავად, რომ საბავშვო ბაღს რამდენჯერმე ჩაუტარდა რემონტი, კედლები კვლავაც დაბზარულია და ბათქაში ცვივა.

აღსაზრდელების მშობლები ბაღის რეაბილიტაციას ითხოვენ.

ადგილობრივი ხელისუფლება საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის თანხების გამოყოფაზე, სავარაუდოდ, მომავალი წლის ბიუჯეტში თანხების მოძიებას იწყებს.