ავარიული კორპუსის ჩანაცვლების საკითხი
თბილისში, ლეხ კაჩინსკის 9 ნომერში არსებულ საცხოვრებელ კორპუსს ავარიულობის მეოთხე კატეგორია აქვს და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია. ამ კორპუსში 100-მდე ოჯახი ცხოვრობდა, თუმცა 10 ოჯახი ბინების დატოვებაზე უარს ამბობს, ამიტომ ავარიული კორპუსის ჩანაცვლება ვერ ხერხდება. ის ოჯახები კი – ვინც გამგეობამ ქირით გაიყვანა კორპუსის დანგრევას და მის ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას ითხოვენ. არსებული კანონის მიხედვით კი – კორპუსის დანგრევა შესაძლებელი მხოლოდ ყველა ადგილობრივის თანხმობის საფუძველზე ხდება.