ავარიული ისტორიული შენობები თელავში

21:13, 01.02.2026

სამხატვრო სკოლა საგამოფენო სივრცის გარეშე და მხოლოდ ერთი ოთახი ყველა ბავშვისთვის, ვისაც თელავში ჭადრაკის შესწავლა სურს. ძველი ქალაქის კულტურული მემკვიდრეობა უკვე წლებია დაზიანებულია, თუმცა, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. სამხატვრო სკოლაში, სადაც 120 მოსწავლე სწავლობს, ბევრი პრობლემაა, ჭადრაკის სახლი კი უკვე 7 წელია სპორტული სკოლის შენობაშია განთავსებული. თელავის მერიაში ირწმუნებიან, რომ ორივე ობიექტზე სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება, რისთვისაც ორ მილიონამდე ლარს დახარჯავენ.

ჟანა დიდებაშვილისა და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები  

მსგავსი