„აუთლეტ ვილიჯი” - ახალი ტერმინალის გახსნა

რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“  საქართველოში აშენდება. პროექტის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. 2022 წელს, „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯის“ მშენებლობის პირველ ფაზას დაასრულებს. პროექტში 70 მილიონი ლარის ინვესტიციას განხორციელდება. „აუთლეტ ვილიჯისარქტიტექტურული კონცეფციის მიხედვით, ყველა შენობას საკუთარი, ყველასაგან განსხვავებული და გამორჩეული ფასადი ექნება, სადაც ავთენტური, ქართული არქიტექტურული და დეკორატიული ელემენტები იქნება გამოყენებული. მშენებლობის პროცესში შეიქმნება 500 სამუშაო ადგილი, ხოლო სავაჭრო სივრცის სრული დატვირთვით ფუნქციონირებისას, დასაქმდება 2000-ზე მეტი ადამიანი. ღონისძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გახსნა. პროექტის პრეზენტაციას სამთავრობო გუნდის წევრებთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ბიზნესსექტორიც ესწრებოდა.