აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები თბილისის მერს მიმართავენ

18:21, 04.12.2017

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები თბილისის მერისგან წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას და სარეაბილიტაციო პროგრამის გაფართოებას ითხოვენ.

პროგრამის მიღმა დარჩენილი 105 ბავშვის დაფინანსების მოთხოვნით, მერიასთან დღეს აქცია გაიმართა. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის განცხადებით, პროგრამის ბიუჯეტი წელს მილიონი ლარით, 2 მილიონ 800 ათას ლარამდე გაიზარდა და მომავალ წელს დაფინანსებას პროგრამის მიღმა დარჩენილი ყველა  ბავშვი მიიღებს. თუმცა, აქციის მონაწილეები საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს უნდობლობას უცხადებენ და პრობლემის მოგვარებას პირადად თბილისის მერს სთხოვენ.

მსგავსი