ათრევას ხეობის სოფლები წყლის გარეშე

ათრევას ხეობის სოფლებში, სასმელი წყლის სრული რეაბილიტაციის შემდეგ, წყალი სასმელად გამოუსადეგარი გახდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისსა და წედისში უკვე მეორე წელია ონკანებში მღვრიე წყალი მოდის და მას მოსახლეობა სასმელად ვეღარ იყენებს. ამ პროექტისთვის გორის მერიამ ბიუჯეტიდან მილიონ ორასი ათასამდე ლარი დახარჯა და ახლა გაფუჭებულის გამოსწორებას ცდილობს. მოსახლეობა აცხადებს, რომ პრობლემა სასმელი წყლის სისტემის არასწორად დაპროექტებამ გამოიწვია.