ატომური ენერგიის სააგენტოს მისია კიევში

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია კიევში ჩავიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. 14 წევრისგან შემდგარი მისია, რომელსაც სააგენტოს დირექტორი, რაფაელ გროსი ხელმძღვანელობს კიევიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება. გაერო-ს სააგენტოს მისიამ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების მონიტორინგი უნდა განახორციელოს. ბოლო რამდენიმე კვირაა, ზაპოროჟიეში მდებარე ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ხშირი დაბომბვები მიმდინარეობს, რაშიც რუსული და უკრაინული მხარე ერთმანეთს ადანაშაულებენ.