ათენში სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ მიძღვნილი მსვლელობა არეულობაში გადაიზარდა

ათენში სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ 1973 წელს მომხდარი აჯანყების 44-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა არეულობაში გადაიზარდა.

დემონსტრაციაში 13 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობა აშშ-ის საელჩოსკენ გაიმართა. საბერძნეთის მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ აშშ შვიდი წლის განმავლობაში სამხედრო დიქტატურას მხარს უჭერდა.

ათენის ცენტრში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხუთი ათასი სამართალდამცველი იყო მობილიზებული.

მსვლელობა თავდაპირველად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. თუმცა, მოგვიანებით, ახალგაზრდების ჯგუფმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ქვები დაუშინა. პოლიციამ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.