ათენში ეკონომიკური რეფორმების გატარების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ათენში, პარლამენტის შენობის წინ, პროტესტის ნიშნად ათასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. აქციის მონაწილეები ეკონომიკური რეფორმების გატარებას ეწინააღმდეგებიან. ამავდროულად, დემონსტრანტები მოითხოვენ, პარლამენტმა საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა შეაჩეროს. აღნიშნული კანონპროექტი მოქალაქეებს აქციების ნებისმიერ ადგილას გამართვის უფლებას ნაწილობრივ უზღუდავს.

ხისტი ეკონომიკური რეფორმების გატარება საბერძნეთის მთავრობამ იმ პროგრამის ფარგლებში დაიწყო, რის საფუძველზეც 2015 წელს, მძვინვარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ევროკავშირმა და მსოფლიო სავალუტო ფონდმა საბერძნეთის მთავრობას დახმარების პაკეტი დაუმტკიცა.