ატენის ხეობის მცხოვრებთა მოთხოვნები

21:27, 09.09.2019

ატენის თემის მოსახლეობას უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება.

წყლის საკითხი თემში შემავალ რამდენიმე დასახლებაში უკვე წლებია, მოუგვარებელია.

პრობლემის გადაჭრა რამდენიმე ოჯახმა კუსტარულად მოწყობილი საქაჩებით სცადა, თუმცა სასმელი წყლისთვის მაინც მეზობელ სოფლებში უწევთ სიარული.

ადგილობრივები სახნავ-სათესი მიწების მორწყვასაც ვერ ახერხებენ. სიტუაცია გზის შეკეთებამ კიდევ უფრო დაამძიმა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ტექნიკამ წყლის მილები დააზიანა.

მსგავსი