კიდევ ერთი ცხელი წერტილი – ოპერაცია „სამხრეთის შუბი“ იწყება.
ინტენსიური თავდასხმების შემდეგ აშშ-მა ვენესუელაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის და სახმელეთო დარტყმების დაწყება გადაწყვიტა. მანამდე პრეზიდენტ ტრამპს რეგიონში მოქმედების და იერიშების რამდენიმე გეგმა და ვარიანტი გააცნეს. ოპერაციის მთავარ მიზნად ნარკოკარტელების და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელდება. მათ მიმართ სამხედრო ძალის გამოყენების ნებართვის შემდეგ ატლანტიკურ და წყნარ ოკეანეში ამერიკის სამხედრო ძალებმა ნარკოტრეფიკინგში მონაწილეობის არგუმენტით არაერთი ხომალდი გაანადგურეს, სამხედრო წარმომადგენლობების მობილიზების ფონზე ცოტა ხნის წინ კარიბის ზღვაში უმსხვილესი ავიამზიდი შევიდა. საპასუხო ზომებს იღებს ვენესუელაც.
რას გულისხმობს „სამხერეთის შუბი“ – თაკო მუშკუდიანი დეტალებით.