აშშ უკრაინის საკითხზე ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა - ჯო ბაიდენი

„ვაშინგტონი მზადაა ნებისმიერი სცენარისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის საზღვრების გასწვრივ რუსული სამხედრო ძალების მობილიზაცია გრძელდება“, – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი. ჯო ბაიდენის თქმით, გასულ კვირას ის ესაუბრა უკრაინელ კოლეგას და ხელისუფლება არსებული კრიზისის განსამუხტად დიპლომატიურ ჩართულობას განაგრძობს.