აშშ-ში პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება

პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება ამერიკაში. არჩილ თალაკვაძე ნიუ იორკში კორპორაცია თრამმო-ს აღმასრულებელ დირექტორსა და მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა. თრამმო  საქართველოში 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ბათუმის პორტის გავლით ევროპულ ბაზარზე გაიტანს.

შეხვედრაზე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე და საინვესტიციო გარემოს შესახებაც ისაუბრეს. თრამმო-ს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება საქართველოს გეოსტრატეგიული პოზიციის, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოსა და ქვეყნის სტაბილური მმართველობის გამო მიიღეს.