აშშ - საქართველო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ ორი დღის წინ მიღებულ რეზონანსულ კანონს, ამჯერად ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ეხმაურება. თბილისში მყოფი ჯორჯ კენტის აზრით, დოკუმენტში ვენეციის კომისიის და ეუთოს ყველა რეკომენდაცია ასახული არ არის.

კენტი საქართველოში აშშ-ის მხრიდან იმ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში არის შექმნილი. ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა ძირითადად, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე, მართლმსაჯულების რეფორმაზე, მედიაზე მოახლოებულ არჩევნებსა და სააარჩევნო სისტემაზე საუბარს დაეთმო.

სამუშაო ვიზიტის დროს, მაღალი რანგის სტუმარმა ხელისუფლების პირველი პირების გარდა, ოპოზიციასაც მოუსმინა.