აშშ-საქართველო - შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

რაზე ისაუბრეს და რა შედეგის მომტანი იქნება საქართველოსთვის საგარეო უწყებაში გუშინ გამართული შეხვედრა – საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ის ელჩის პირველი შეხვედრა პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია.

ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სხვადასხვაგვარად წაიკითხა. „ქართული ოცნება“ შეხვედრას ხელისუფლების ლეგიტიმაციის კიდევ ერთ გამოხატულებად მიიჩნევს და თვლის, რომ ეს შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისია. ამ შეფასებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ოპოზიციაში, სადაც აცხადებენ, რომ ეს უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობების გამოძახილი და პროტოკოლური აუცილებლობა იყო.

რა გზავნილებით მივიდა ელჩი სამინისტროში და ვინ როგორ გაიგო მისი უწყებაში ვიზიტი? – უფრო მეტს ნათია ქენქაძე გიამბობთ.