აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალ „ფლორენსის“ გამო 191 ათასამდე მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
  • ამერიკის შეერთებული შტატების სახმრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალ „ფლორენსის“ გამო 190 ათასამდე მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სტიქიის ეპიცენტრი ამჟამად სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინების შტატებშია. ტროპიკული შტორმის სიძლიერე პირველ კატეგორიამდე დაეცა. თუმცა, ადგილობრივი მთავრობები აცხადებენ, რომ ქარიშხალი ადამიანის სიცოცხლისთვის კვლავ საფრთხის შემცველია.
  • ევროპაში ორი რუსეთის მოქალაქე დააკავეს და მათი დეპორტაცია მოახდინეს სამშობლოში, რომლებიც ქიმიურ ლაბორატორიას უთვალთვალებდნენ. როგორ უკავშირდება ეს სკრიპალების მოწამვლის ფაქტს?
  • კიევში სასამართლომ ინფრასტრუქტურის მინისტრი თავდებით გაათავისუფლა.ვლადიმერ ომელეანი ეჭვმიტანილია უკანონო გამდიდრებაში.
  • წამების ახალი მტკიცებულებები რუსეთის კოლონიებში. ამჯერად ომსკის რეგიონში.
  • ნიჟნი ნოვგოროდში, მუშები, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის მეტროს აშენებდნენ, ხელფასს ამ დრომდე ვერ იღებენ.