აშშ-სა და რუსეთს შორის იანვარში მოლაპარაკებები იწყება

რუსეთის ულტიმატუმებზე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები სავარაუდოდ 10 იანვარს გაიმართება.

დიალოგის მოლოდინში კრემლი დასავლეთის მიმართ მუქარას არ წყვეტს. უკრაინის საზღვართან მობილიზებული სამხედრო ნაწილები და ღია მხარდაჭერა სეპარატისტებს – თუ რუსეთი ამერიკიდან და ნატოდან უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მიიღებს, ომით იმუქრება. მოსკოვში აცხადებენ, რომ ომს პირველი თავად არ დაიწყებენ, თუმცა რუსეთს აქვს უფლება დაიცვას თავისი მოქალაქეები საზღვარგარეთ, მათზე თავდასხმის შემთხვევაში. მოსკოვი აშშ-სგან და ალიანსისგან მოითხოვს, არ გაფართოვდეს ნატო აღმოსავლეთით, რაც კრემლისთვის წითელი ხაზის გადაკვეთა იქნება. ცნობილი ხდება, რომ რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრის შემდეგ, 12 იანვარს რუსეთის წარმომადგენლები ნატოს წარმომადგენლებთან გამართავენ მოლაპარაკებებს, 13 იანვარს კი ფართო რეგიონული შეხვედრაა დაგეგმილი, რა დროსაც მაგიდასთან რუსეთის, ამერიკის და რამდენიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები ისხდებიან.

დატოვე კომენტარი