პოლიტიკური შეფასებების თემაა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაც. დოკუმენტში ევროპაში აშშ-ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება“. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროპის მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდობას ითხოვს, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად მათი მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესებისთვის ძირის გამოთხრის გამო. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ევროპის წინაშე არსებული პრობლემები და ევროკავშირისა და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების ქმედებები, აზიანებს პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს.