აშშ-ს პრეზიდენტის მუქარა თურქეთს

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გადაფარა.

ერდოღანს გაერო-ს ტრიბუნიდან დაანონსებული გეგმა სისრულეში მოჰყავს და სირიაში ახალ სამხედრო ოპერაციას იწყებს. დონალდ ტრამპი თურქეთის ხელისუფლებას ეკონომიკის განადგურებით და სანქციებით დაემუქრა და სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების გაყვანა დაიწყო. ვაშინგტონში ნატო-დან თურქეთის გარიცხვაზეც ალაპარაკდნენ. ანკარა პოზიციების გამყარებას სირიის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხო ზონის მოწყობის არგუმენტით ცდილობს. თუმცა აშშ-ის გარდა გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ევროკავშირიდანაც. ევროპელი პოლიტიკოსები სირიაში სიტუაციის უკიდურესად გამწვავებას პროგნოზირებენ.

არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ანკარა უკან დახევას არ აპირებს.