აშშ-ს პრეზიდენტი ერაყში

დონალდ ტრამპის პირველი ვიზიტი კონფლიქტის ზონაში. აშშ-ის პრეზიდენტი ერაყში ბაზირებულ სამხედროებთან ჩავიდა.

ორწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში საზღვარგარეთ მყოფ ამერიკელ სამხედროებთან ჩაუსვლელობის გამო, თეთრი სახლის ლიდერი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.

სამხედრო-საჰაერო ბაზაზე სტუმრობისას პრეზიდენტმა რამდენიმე პოლიტიკური განცხადება გააკეთა და გამაფრთხილებელი გზავნილებიც გააჟღერა.

აშშ-ი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის აღარ იბრძოლებს, თუმცა ვისაც ამერიკასთან ომის სურვილი გაუჩნდება, დიდი საფასურის გადახდა მოუწევს, – ასეთი იყო ტრამპის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი.