აშშ-ს მთავრობის ე.წ. shut down

დონალდ ტრამპის პირველი ტელემიმართვა ოვალური კაბინეტიდან  – პრეზიდენტი დათმობაზე წასვლას არ აპირებს და მექსიკის საზღვარზე ბარიერის ასაშენებლად ბიუჯეტიდან მილიარდების გამოყოფას ითხოვს.

თეთრი სახლის ლიდერი საზღვარზე შექმნილი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კრიზისის დასასრულებლად კედლის მშენებლობას აუცილებლად მიიჩნევს. და ეს იმ ფონზე, როცა სწორედ ბიუჯეტის საკითხზე კონგრესში არსებული უთანხმოების გამო, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა. შედეგად ასეულობით ათასი საჯარო მოხელე ხელფასს ვერ იღებს.