აშშ-ს კონგრესის რეზოლუცია

„რუსეთს უკვე 10 წელზე მეტია, არალეგალურად აქვს ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ეს არის საქართველოს ორი რეგიონი და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტს წარმოადგენს“ – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა კრისტოფერ სმითმა კონგრესში განაცხადა, სადაც რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღეს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთს ფორუმზე მხოლოდ მას შემდეგ მიიწვევენ, რაც ეს ქვეყანა კვლავ პატივისცემით მოეკიდება „მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“.