აშშ-ს ჰელსინკის კომისიის მრჩევლის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
მეორე დღეა, შეფასებების თემაა რუსი პრანკერების გავრცელებული კიდევ ერთი ვიდეო. კომენტარზე უარს ამბობს ოპოზიციის ნაწილი, მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ოპონენტების მხრიდან გადატრიალების მცდელობები მათთვის აქამდეც ცნობილი იყო და პრანკერების მიერ გავრცელებული ჩანაწერი ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ რუსი პრანკერები ამჯერად, სავარაუდოდ, პოლ მასაროს ესაუბრნენ, რომელიც კონგრესმენი ჯო უილსონის თანაშემწეა. ამ ვიდეოში, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის, საუბარია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც პოლ მასარო საქართველოში „მაიდნის“ სცენარის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.