აშშ-ს დაზვერვის სააგენტოს მოხსენება - გამოხმაურება

„საქართველოში რუსეთი თითქმის დანამდვილებით ცდილობს საქართველოს თავისი გავლენის სფეროში დაბრუნებას. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შექმნა ისეთი გარემო, რომელიც რუსეთს საშუალებას აძლევს, გაზარდოს თავისი გავლენა ქვეყანაში“, – ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს 11 მაისით დათარიღებულ მოხსენებაშია აღნიშნული, რომელიც გლობალური უსაფრთხოების გარემოს შეფასებას ეხება. აშშ-ის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოს მოხსენებაში ასევე საუბარია სომხეთზე და აღნიშნულია, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები გაუარესდა გასულ წელს, როდესაც სომხეთმა დაიმუქრა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან“ გასვლით და რუსეთი საინფორმაციო ოპერაციებს იყენებდა სომხური დემოკრატიისა და მისი უფრო პროდასავლური ხელმძღვანელობის რეპუტაციის შელახვისთვის.