აშშ-ის დახმარება უკრაინას

უკრაინა ამერიკისგან, დახმარების სახით, 13 მილიარდ 600 მილიონ დოლარს მიიღებს. ჯო ბაიდენმა შესაბამის კანონს ხელი უკვე მოაწერა. „ახლახან მოვაწერე ხელი კანონს უკრაინისთვის ისტორიული 13 მილიარდ 600 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფის შესახებ, რომ ვუპასუხოთ უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულ პრობლემებს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მანამდე დახმარების პაკეტი აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა. ორპარტიული კანონპროექტი უკრაინისა და მეზობელი ქვეყნების მიმართ ჰუმანიტარულ, სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.