აშშ-ს და საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება

კონგრესმენების შემდეგ ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების საკითხს გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა ააქტიურებს.

საკითხს „ფაინენშალ თაიმსი“ ვრცელ სტატიას უძღვნის. „აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დროა“ – ასე ჰქვია პუბლიკაციას, რომლის ავტორი კონგრესის ყოფილი წევრი, ამჟამად ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმს ბექასია. ავტორის აზრით, მსგავსი ხელშეკრულების ხელმოწერა დაარწმუნებს რეგიონის ქვეყნებს, რომ ამერიკა არის ალტერნატივა იმ ავტორიტარული რეჟიმების, რომლებიც მათ გარშემო არსებობენ და ემუქრებიან. ამ კონტექტსში ნახსენებია 2008 წლის ომი და და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. პუბლიკაციაში საუბარია თავისუფალი ვაჭრობით მისაღებ კომერციულ სარგებელზეც.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოსაწერად საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყება ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელს კონგრესმენებმა ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერ აქტშიც მოუწოდეს.