აშშ-ს, ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა

18:01, 18.11.2026

ჩინეთში, ისტორიული სამმხრივი სამიტისთვის ემზადებიან. სამივე ქვეყნის ლიდერი უკვე შენჭენში იმყოფება და მათ შორის პირველი კომუნიკაციაც შედგა.

დონალდ ტრამპი, სი ძინ პინი და ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებებს ხვალ გამართავენ, მანამდე კი ლიდერები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს ესწრებიან. არსებობს მოლოდინი, რომ სამმხრივი შეხვედრის გარდა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა პირისპირ შეხვედრაც გამართონ.  პუტინი დელეგაციასთან ერთად უკვე შეხვდა ჩინეთის ლიდერს გაფართოებულ ფორმატში. სი ძინ პინმა და ვლადიმირ პუტინმა აპეკის ტრიბუნიდან უკვე გააჟღერეს მთავარი გზავნილები.

მსგავსი