აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა
25 თებერვალს ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია დონალდ ტრამპმა გაავრცელა. პარალელურად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვედრისთვის. მისივე განმარტებით, ასეთი შეხვედრის ორგანიზების მცდელობები ადრეულ ეტაპზეა, რადგან ის ინტენსიურ მოსამზადებელ სამუშაოს მოითხოვს. ცნობისთვის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების პირველი შეხვედრა ერ-რიადში 18 თებერვალს შედგა.