აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილი კანონპროექტი
მმართველი გუნდი აკრიტიკებს რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ წარდგენილ კანონპროექტს და იმედოვნებს, რომ კონსერვატიული ძალები ამ დოკუმენტის მიღებას არ დაუშვებენ. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ატყუებს მოსახლეობას, თითქოს ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის პერსპექტივა არსებობს.
შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც „საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივების შესახებ ანგარიშის“ მომზადებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის“.