აშშ-ის სენატორების ვიზიტი საქართველოში

საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან ამერიკელი სენატორები. დელეგაცია, რომელსაც ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს, საქართველოს გვიან ღამით ეწვია. სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი და ამერიკაში საქართველოს წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დახვდნენ. დიპლომატი ამბობს, რომ სენატორების ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ.

მოამბე