აშშ-ის სანქციების პოლიტიკური ფაქტორი

ახლა საინტერესოა, გაფართოვდება თუ არა სანქცირებულ პირთა სია და შემოიფარგლება თუ არა სანქციები მხოლოდ სასამართლო სისტემით – ოპოზიციის ნაწილთან ერთად ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მმართველი პარტიისთვის გამაფრთხილებელ სიგნალად მიიჩნევს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელი. ანალოგიური პოზიცია და სანქციების გაფართოების იმედი აქვს უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის ხმის“ თავმჯდომარე დავით არახამიას. ელოდებიან თუ არა ქვეყნის მოქმედი მაღალჩინოსნები მსგავს გადაწყვეტილებას მათი მისამართითაც: ამ კითხვით დღეს ჟურნალისტებმა სუს-ის ხელმძღვანელს მიმართეს, რომელიც მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის გამო აღმოჩნდა. ამერიკის მოქალაქე მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს.

არის თუ არა ეს პასუხი მოსამართლეების დასანქცირებაზე, – ნოდარ ჩაჩუა დეტალებით.