აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

მაიკ პომპეომ ოფიციალური შეხვედრები დილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაიწყო. სალომე ზურაბიშვილთან აუდიენციის შემდეგ კი უკვე მთავრობის ადმინისტრაციაში გაემართა, სადაც პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. „ჩვენ მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში, ერთად ვმუშაობთ იმ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება“, – ამ სიტყვებით მიმართა მაიკ პომპეომ გიორგი გახარიას შეხვედრაზე.

რა საკითხები განიხილეს მხარეებმა მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში, – ანა ბროლაძე განავრცობს თემას.