აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება

ამერიკის რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს სახელმწიფო მდივანი. მარკო რუბიოს თქმით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში, სამ-წელიწადნახევრის განმავლობაში მოსკოვთან რეგულარული კონტაქტი არ ყოფილა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმირ პუტინის მოქმედებების უმეტესობას არ ეთანხმება, თუ კომუნიკაცია არ ექნებათ, სახელმწიფოებრივი მართვის თვალსაზრისით ეს არარელევანტურია. რუბიოს განცხადებით, ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება სურს. რუბიოს განმარტებით, მოსკოვში აშშ-ის საელჩო ძლივს ფუნქციონირებს, რადგან მას საბანკო სისტემაზე წვდომა შეზღუდული აქვს. მან უარყო ბრალდებები იმის შესახებ, რომ უკრაინასთან კონსულტაციები არ გამართულა. საუბრისას სახელმწიფო მდივანმა ასევე ისაუბრა ტრამპის მიერ ზელენსკის კრიტიკაზეც და აღნიშნა, რომ ტრამპი ძალიან გაბრაზებულია პრეზიდენტ ზელენსკიზე.