აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის თავის ორბიტაზე შენარჩუნებას. მისი თქმით, აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა 2014 წელს დონბასში კრიზისის შექმნა, 2008 წელს საქართველოში ინტერვენცია და მოლდოვაში რუსეთის ძალების დატოვება. როგორც სახელმწიფო მდივანმა კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, პრეზიდენტ პუტინის მიერ იმპერიისა თუ გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობის გეგმა მოიცავს ამ სამ ქვეყანას.