აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საშობაო მილოცვას ავრცელებს და 2025 წელს აჯამებს. მარკო რუბიოს თქმით, ამ წელს ბევრი მიღწევა აქვთ, თუმცა საუბარს სამშვიდობო შეთანხმებებით დაიწყებს, რომელთა შორისაც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა პაკისტანი და ინდოეთი, კამბოჯა და ტაილანდი, სომხეთი და აზერბაიჯანი. მან ასევე აღნიშნა ღაზას სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რომელიც, მისი თქმით, დონალდ ტრამპის ჩართულობით დასრულდა. სახელმწიფო მდივანი, ასევე საუბრობს ნატო-ს საკითხზეც. მისი თქმით, დონალდ ტრამპმა მოახერხა ის, რაც ვერავინ შეძლო ნატო-ს ისტორიაში, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მხრიდან თავდაცვის ხარჯების მშპ-ს ორი პროცენტიდან ხუთ პროცენტამდე ზრდას.