აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში გამართულ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება. ვაშინგტონი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. სახელმწიფო მდივანი პომპეო, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდება, რომელიც ვაშინგტონს ამ კვირაში ეწვევა. “ამ შეხვედრამდე, მინდა აღვნიშნო, რომ აშშ არ ცნობს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს გამართულ  ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ აღიარებს მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებით ნათელია. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, ჩვენ ვაცხადებთ  მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – აცხადებს მორგან ორტაგუსი.