აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ოპოზიცია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ კრიტიკულ განცხადებას შემაშფოთებელ სიგნალად მიიჩნევს. მათი განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ პოზიციებს არ შეცვლის, მომდევნო ნაბიჯი, შესაძლოა, სანქციები იყოს.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, მათი განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტს ასრულებენ, მოსამართლეების დანიშვნამდე კი რეფორმის განხორციელებაში პარტნიორების რეკომენდაციები გათვალისწინებული იყო.