აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს გაფრთხილებები, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს,“ – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ რეზონანსულ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, ეს ხელს შეუშლის საქართველოს პროგრესს ევროკავშირის გზაზე. როგორც პატელი აცხადებს, ისინი გააგრძელებენ მოწოდებას, რომ მსგავსი კანონმდებლობა არ არის თავსებადი ევროკავშირის ღირებულებებთან და ის ნეგატიურად იმოქმედებს საქართველოს მიზანზე – გახდეს ევროკავშირის წევრი.