აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

იუსტიციის სამინისტროში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურებიან. უწყების ცნობით, საქართველო წელსაც ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ე.წ. გაფართოების ქვეყნებს შორის, რომელიც შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებულმა სახელმძღვანელო დოკუმენტებმა, ასევე ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებამ და დანაშაულის გამოვლენისკენ მიმართულმა პროაქტიურმა ღონისძიებებმა, – წერია უწყების ინფორმაციაში. ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.