აშშ-ის საელჩოს განცხადება

საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაფუძნებული საარჩევნო პაკეტის მიღებას ულოცავს ამერიკის საელჩო. განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატიურმა მისიამ, სიამოვნებით დაუჭირა მხარი ინკლუზიურ საარჩევნო რეფორმებზე მომუშავე ჯგუფის დისკუსიებს, თუმცა, განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კანონში ზოგიერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი მაინც რჩება. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას მმართველი გუნდი ეხმაურება.