აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიში

ერთი ფრაზა ამერიკელი კონგრესმენების 120-გვერდიანი დოკუმენტიდან, რომელიც ქართული პოლიტიკური სპექტრის მთავარი განსახილველი თემა გახდა.

13 რესპუბლიკელი კანონმდებლის მიერ მომზადებული კვლევა გლობალურ საფრთხეებსა და რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას ეხება. საუბარია საქართველოზეც, კერძოდ იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების კონტექსტში. ნახსენებია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც, რომელსაც დოკუმენტის ავტორები პუტინის მოკავშირეს უწოდებენ. თუ ოპოზიციისთვის ეს ფრაზა მოსალოდნელი სანქციების სიგნალი და წინასაარჩევნო განაჩენია, მმართველი გუნდი ჩანაწერს კონტექსტიდან ამოგლეჯილად მიიჩნევს და მის მიღმა ოპონენტთა ლობისტების კვალს ხედავს. ამ პოზიციის გასამყარებლად ხელისუფლება ოპოზიციას ოფიციალური ვაშინგტონის გზავნილებს ახსენებს და ამავე კვლევის იმ ნაწილზე მიუთითებს, სადაც საქართველოს, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის მმნიშვნელოვან წვლილზეა საუბარი.

დატოვე კომენტარი